28 იანვარი 2022,   20:41
ვრცლად
რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია ვაქცინები მის წინააღმდეგ - "ომიკრონს" უამრავი მუტაცია აქვს

მსოფლიო მორიგი კოვიდ-გამოწვევის წინაშეა. ჯანმომ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს "ომიკრონი" უწოდა და "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა.

ახალ ვარიანტს უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს. ჯანდაცვის ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

ვირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდვები მკაცრდება ბელგიაში, სადაც მომავალი სამი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში საშობაო ბაზრობები, ბარები, ღამის კლუბები და რესტორნები ყოველდღე 23 საათზე დაიხურება, იკრძალება შეკრებებიც. დეკემბრიდან ძალაში შევა ახალი კოვიდრეგულაციები პორტუგალიაშიც. 

დღის ამბები