28 იანვარი 2022,   20:02
ვრცლად
გარდაბანში აცრის აუცილებლობისა და ვაქცინაციის წამახალისებელი 200 ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ კაპანახჩში, ვაქცინაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200 ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის აუცილებლობისა და აცრის შემთხვევაში წამახალისებელი ფულადი დანამატის შესახებ გარდაბნის მერის მოადგილემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებს შესაბამისი თემატიკის აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები გადაეცათ.

დღის ამბები