17 ოქტომბერი 2026,   00:05
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი კახეთში სასტუმროების და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი კახეთში, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის, კერძოდ, მცირე და საშუალო სასტუმროების და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს, მათ შორის პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს შეხვდა.

შეხვედრაზე სექტორისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება. ნათია თურნავამ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის შესახებ, რომელიც აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს.

დღის ამბები