09 დეკემბერი 2021,   02:31
ვრცლად
მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია კვალიფიციურ კლინიკაში - ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. რუსთავის ციხესთან მუდმივად მობილიზებულია რეანომობილი და საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ.

თუ მისი მდგომარეობა დამძიმდა, სააკაშვილის გადაყვანა უალტერნატივოდ, - #18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. ამის წინააღმდეგია თავად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატებიც.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი უფლებადამცველები შევიდნენ.

სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

"მრავალფუნქციური კლინიკა შინაარსშივე მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT და ა.შ. კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არა აქვთ. ეს დადგენილი ფაქტია.

შესაბამისად, მოეშვან სპეკულაციებს და მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

რაც შეეხება ნახევრად შიმშილობას, რა თქმა უნდა, ესეც არის სპეკულაციები და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელს, რომ იზრუნონ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

დღის ამბები