27 ნოემბერი 2021,   12:00
ვრცლად
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებისთვის ემზადებიან. სამივე დაკავებულის უფლებადამცველები წინასწარ პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულთა დანაშაულს ამტკიცებს.

დაკავებულებს განზრახ მკვლელობაში, ნარკოტიკების შენახვასა და დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე აცხადებს, დაკავებულს სამი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და ის არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, სასამართლოს მიერ ლატარიას დაკავების გადაწყვეტილება უსამართლოა. უფლებადამცველის თქმით, პროტესტის ნიშნად ბექა ლატარიამ შიმშილობა დაიწყო.

ცნობისთვის, საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული, უშუალოდ მკვლელობას ერთს ედავებიან. ახალგაზრდა ქალი რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს.

დღის ამბები