17 ოქტომბერი 2026,   05:44
ვრცლად
2022 წლის ბიუჯეტი მშპ-ის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს - საპარლამენტო კომიტეტები მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობას იწყებენ

მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობას საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გუშინ ბიუროს წარედგინა და ამ ეტაპზე ის 18 მილიარდ 400 მილიონზე მეტით განისაზღვრება.

მასში გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, ასევე პენსიების გაზრდა 20 და 25 ლარით, ასაკის შესაბამისად.

კომიტეტების შემდეგ პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას დაუბრუნდება.

"2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 6%-იან ზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის. ასევე შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი და არის 4.4%. იზრდება პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის. გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება 100 ლარით," - აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია.

"ეს ბიუჯეტი კვლავ ემსახურება "ქართული ოცნების" ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს და ნაკლებად ემსახურება ხალხს," - განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

 

ავტორი: გვანცა ფსუტური

დღის ამბები