18 ოქტომბერი 2021,   11:36
ვრცლად
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-8 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) გაემგზავრა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და საფრანგეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრედერიკ კამპოსმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ალექსეევკის სამხედრო აეროდრომიდან გააცილეს.

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, "მპოკოს" ბაზაზე მოანას კემპზე შეასრულებენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

დღის ამბები