21 ოქტომბერი 2021,   08:53
ვრცლად
მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე დამოკიდებულია, თუ რამდენი ადამიანი იქნება აცრილი - მაკა ბულეიშვილი

საქართველოში იმუნიზაციის ტემპი საგანგაშოდ დაბალია - სპეციალისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მსგავსი დინამიკა შენარჩუნდება, გეგმა - წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად აცრის შესახებ ჩაიშლება.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ. პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება, ძალიან მალე გვავიწყდება წარსული, რა მძიმე მდგომარეობაში იყო აგვისტოს თვეში ქვეყანა. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ახლა არის იმაზე დამოკიდებული, რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინირებული,"- აცხადებს ბულეიშვილი.  

დღის ამბები