წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
ზურაბ ზვიადაურის გარდა, ორმხრივი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა.
სამი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ასეთია წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგი. გარდაცვლილებს შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის ძმა.
"ამ ეტაპზე ორივე დაკავებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია დაცვის სტრატეგიიდან გამოდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც სრულად არ არიან გამოკითხული მოწმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები საქმის დეტალებზე საჯარო სივრცეში საუბარი,"- აცხადებს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.