26 სექტემბერი 2021,   17:58
ვრცლად
მოკლული ავსტრალიელი მასწავლებლის შანაე ბრუკის საცხოვრებელ სახლთან თბილისში მოქალაქემ ყვავილები მიიტანა

მოკლული ახალგაზრდა ქალის, ავსტრალიელი მასწავლებლის შანაე ბრუკის საცხოვრებელ სახლთან თბილისში მოქალაქემ ყვავილების თაიგული მიიტანა. 

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, ის გარდაცვლილს არ იცნობდა და ყველა ვალდებულია ასე მოიქცეს მოკლულის ხსოვნის პატივსაცემად, რადგან მომხდარი დიდი ტრაგედიაა. 

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, 30 ივლისს შანაე ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ძებნაში პოლიცია ჩაერთო, 31 ივლისს კი შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები