23 სექტემბერი 2021,   01:32
ვრცლად
საგანგაშო ეპიდვითარება საქართველოში - 2021 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული დღეს გამოვლინდა

ეპიდემიური ვითარება საგანგაშოა. ყოველდღიური სტატისტიკა იზრდება. 2021 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი კოვიდიფიცინრებული დღეს გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი  3666 პირს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 17 კოვიდ პაციენტი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი კი 8,68%-ია. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულიმბეგოვი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პაციენტებიდან არცერთი ვაქცინირებული არ იყო, რაც საგანგაშოა.

"რეალურად, უპრეცენდენტო რაოდენობით გარდაცვალების შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად და აბსოლუტურად ზედმეტი ემოციის გარეშე ვკარგავთ ადამიანებს ჩვენ მოსახლეობაში, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ ტრაგედია უგმიროდ, როდესაც არ ვიცით ამ სახელების და გვარების უკან, რომლებიც არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები და არცერთ მათქგანს ვაქცინა გაკეთებული არ აქვს. თუ ადამიანები ორჯერადად იქნებიან ვაქცინირებულები, ჩვენ შეგვეძლება ასეთი ტრაგედიებისგან თავი დავიცვათ და ამაზე უკეთესი პრევენცია კაცობრიობამ ვერ დაუპირისპირა,"- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კი ამბობს, რომ გუშინ 20-მდე ბავშვს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

"ყოველდღიურად 20-25 ახალი ადგილის გამონახვა პედიატრიულ სტაციონარებში ძალიან რთულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რითი შეიძლება ბავშვები დავიცვათ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის წევრების ვაქცინაცია,"- აცახადებს ივანე ჩხაიძე.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 ათასი აქტიური შემთხვევაა. სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები