19 სექტემბერი 2021,   11:40
ვრცლად
პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებული 2 მოჭიდავის აღკვეთის ღონისძიებაზე ფოთის სასამართლო მსჯელობს

 პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებული 2 მოჭიდავის პროცესი ამ წუთებში ფოთის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მოსამართლე სპორტსმენების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ხობში სპორტსმენები დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ქართულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

შემთხვევა ხობის ცენტრში მოხდა. სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

დღის ამბები