19 სექტემბერი 2021,   11:08
ვრცლად
თბილისში მამაკაცი ბანკში სავენტილაციო მილიდან შეიპარა და იმავე გზით გაიპარა

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ დღეს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე  VTB ბანკის ფილიალის გაქურდვა სცადეს.

ახალგაზრდა მამაკაცმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით - სავენტილაციო მილიდან დატოვა.

მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19/177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დღის ამბები