02 აგვისტო 2021,   22:56
ვრცლად
ვირტუალური მოგზაურობა რეალურ და გამოგონილი სამყაროებში - ახალი სასწავლო წლიდან ბაქსვუდის სკოლა პირველი დაწესებულება იქნება, სადაც სწავლა უახლესი ტექნოლოგიებით დაიწყება

ახალი სასწავლო წლიდან ბაქსვუდის სკოლა პირველი დაწესებულება იქნება, სადაც სწავლა უახლესი ტექნოლოგიებით დაიწყება. ბავშვები იკეთებენ სათვალეს, რის მერეც ახალ ვირტუალურ სამყაროში ხვდებიან. სისტემა გაფართოებული ფორმატით მუშაობს და უფრო უკეთ აღსაქმელი ხდება ის, რაც წიგნებში წერია.

ახალი ტექნოლოგია ბაქსვუდის სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. მოზარდები სატესტო რეჟიმში სიახლეს უკვე გაეცნენ. იმის რეალობაში ნახვა, რასაც წიგნიდან სწავლობენ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მასწავლებლები და მოსწავლეები თანხმდებიან, რომ უშუალოდ საგაკვეთილო პროცესისთვის ვირტუალური სისტემა მასალის ათვისებისთვის მარტივი მეთოდია

ბაქსვუდის სკოლაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ადმინისტრაციამ მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის უკეთ აღსაქმელად დანერგა. სპეციალური აღჭურვილობა სექტემბრიდან ყველა ასაკის მოსწავლისათვის იქნება ხელმისაწვდომი . ვირტუალური მოგზაურობა რეალურ და გამოგონილი სამყაროებში იქნება შესაძლებელი. სად და როდის - ამას პედაგოგები საგნისა და კონკრეტული გაკვეთილის მიხედვით შეარჩევენ.

კიდევ ერთი სიახლე რომელიც სექტემბერში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს დახვდებათ გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაა. ამ შემთვევაში მოსწავლეებს უკვე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მათემატიკური ამოცანებისა და საბუნებისმეტყველო მოვლენების ვიზუალიზაციით უკეთ აღქმა შეეძლებათ.

დღის ამბები