23 ივლისი 2021,   23:35
ვრცლად
დავით სარალიძის ​მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას, ახლა უკვე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას, ახლა უკვე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს გამოკითხავენ. კალანდიას ადვოკატის თქმით, ბრალდება აბსურდულია და დარწმუნებულია, რომ საქმეს მასზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ.

მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად კი, მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელი 11 წლითა და 3 თვით განესაზღვრა.

დღის ამბები