23 აპრილი 2021,   20:30
ვრცლად
"სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "სახელმწიფო ელექტროსისტემა" მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის.

მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ.

როგორც მინისტრი აცხადებს, მომდევნო ეტაპია კომპანიის კორპორატიზაცია და საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის, მენეჯმენტში.

დღის ამბები