26 თებერვალი 2021,   22:00
ვრცლად
ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების ქუთაისში ჩატარების გაუქმებას ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" აპროტესტებს

2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება, თუმცა, შეხვედრები ქუთაისში არ გაიმართები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" აპროტესტებს.  

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ქალაქი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა და ქუთაისი საფეხბურთო რუკიდან გააქრეს. ისინი ქუთაისის მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციას უმოქმედობასა და ქალაქის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის წევრები ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართავენ და ითხოვენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს და თამაშები თბილისთან, ბათუმთან და ფოთთან ერთად, ქუთაისშიც გაიმართოს.

 

დღის ამბები