27 თებერვალი 2021,   16:24
ვრცლად
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 15 152 ტესტი ჩატარდა - ოპერაციული შტაბი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 189 პირი.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 189 პირი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  231 385-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 87, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 764, აჭარაში - 314, იმერეთში - 716. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 61, იმერეთში - 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 - თბილისში, 303 - აჭარაში, 33 - იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 225, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 237 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 425 პირი, აჭარაში - 2 041, იმერეთში - 2 728,"- აღნიშნავს ბერდია სიჭინავა. 

დღის ამბები