16 ივნისი 2026,   19:13
ვრცლად
წალენჯიხაში ფეიბოქსის აპარატიდან თანხა მოიპარეს - თანხის წაღება დამნაშავეებმა სავარაუდოდ აპარატის დაზიანების გარეშე მოახერხეს

წალენჯიხაში ფეიბოქსის აპარატიდან თანხა მოიპარეს. "კურიერის" ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 200 ლარზე.

სავარაუდოდ, თანხის წაღება დამნაშავეებმა აპარატის დაზიანების გარეშე მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურდობის, მუხლით დაიწყო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

დღის ამბები