18 იანვარი 2021,   09:08
ვრცლად
ქუთაისში 54 წლის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა. 54 წლის მარინე გოდუაძე ორი კვირის წინ დაინფიცირდა.

როგორც კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი აცხადებს, დაინფიცირების წყარო უცნობია და, არ არის გამორიცხული, პაციენტისგან დაინფიცირებულიყო.

გარდაცვლილს თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

დღის ამბები