28 ნოემბერი 2020,   15:29
ვრცლად
პროცესმა ჩვენს ოთხივე საარჩევნო ოლქში მშვიდ გარემოში ჩაიარა, არც ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა დაფიქსირებული - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნების" კანდიდატი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი ქადაგიშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით მიდის.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული არჩევნების მიმართ ოპოზიციას, ამომრჩეველთა აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ამომრჩეველი 3 000-ით გაიზარდა. პროცესმა ჩვენს ოთხივე საარჩევნო ოლქში მშვიდ გარემოში ჩაიარა, სადაც არც ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა არ ყოფილა დაფიქსირებული," - განაცხადა პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხმათა 11%, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა 88 % მიიღო.

დღის ამბები