25 ნოემბერი 2020,   23:49
ვრცლად
კორონავირუსით ჭიათურაში ექიმი გარდაიცვალა

ჭიათურაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მედიკოსი "ჯეო ჰოსპიტალსის" ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობდა.

მედიკოსი თვეების განმავლობაში თავად იბრძოდა კორონავირუსის წინააღმდე. კლინიკის დირექტორის დავით ბიწაძის ინფორნაციით, ექიმს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდასტურდა. 

გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი აღენიშნებოდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. ინფიცირებული მედიკოსი ორი დღის წინ გარდაიცვალა.

დღის ამბები