მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 6 არასრულწლოვნის ეპიზოდზე სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გამოცხადდება.
საქმე უკავშირდება დანაშაულს, რომელიც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ეხება.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებული 6 არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
"ოჯახი ბრალდებულების მიმართ ელოდება გამამტყუნებელ განაჩენს. მათ მიაჩნიათ, რომ წარდგენილი ბრალდება არის სწორი, შესაბამისად, სასამართლო აღმოჩნდება ობიექტური და კონკრეტულ პირებს, კონკრეტულად ჩადენილი ქმედებისთვის, გამოუტანს გამამტყუნებელ განაჩენს,"- აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.
თითქმის 5 თვიანი სასამართლოს დახურული პროცესების მიმდინარეობის დროს, ყველა ბრალდებული ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა. არასრულწლოვნებიდან 2 ასევე ფიგურირებს მკვლელობის ეპიზოდშიც.