24 ნოემბერი 2020,   22:58
ვრცლად
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ. ოფიციალური ბაქოს ცნობით, დაგეგმილია ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ცნობილია, რომ მოსკოვში უკვე ჩავიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ასევე დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები რუს კოლეგასთან. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება იქნება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც NATO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების მოსკოვში ვიზიტის პარალელურად კვლავ დაძაბული რჩება ვითარება მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საარტილერიო ბრიგადამ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. ოფიციალური ბაქო განჯის მიმართულებით მფრინავი სომხეთის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებაც იტყობინება. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია კი თურქული წარმოების 10-ზე მეტი საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დღის ამბები