26 ნოემბერი 2020,   00:53
ვრცლად
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, თუ რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.

"მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშნები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი," - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, სიცხის დამწევი პაციენტებმა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიიღონ. მისივე თქმით, 10-12 დღის განმავლობაში ვირუსი ორგანიზმიდან გადის და ადამიანი ჯანმრთელდება.

დღის ამბები