20 ოქტომბერი 2020,   16:17
ვრცლად
სოფელ ლატალის ტყეში ხანძარია - ლატალის ტყეში ხანძრის ამსახველი კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალაში ტყე იწვის. ხანძრის ამსახველი კადრები "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

ვიდეოში ჩანს ძლიერი დაკვამლიანება. "კურიერის" ინფორმაციით, ცეცხლს ადგილობრივები და მაშველები ერთად ებრძვიან.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკის შეყვანა თავდაპირველად გართულდა, ამ დროისთვის ადგილზე 3 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. 

რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები.

ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

დღის ამბები