31 ოქტომბერი 2020,   06:43
ვრცლად
ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა. როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო.

პარალელურად, შემოწმდა რამდენიმე მასწავლებელი, ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება სწავლის პროცესს, დირექტორის თქმით, სწავლის გადადება არ იგეგმება და სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სკოლაში ყველა რეკომენდაცია დაცულია.

დღის ამბები