25 ოქტომბერი 2020,   11:38
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 225, თბილისში 35 დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან თბილისში 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში კი, კვლავ რეკორდული რაოდენობა - 225.

"დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 5866 ინფიცირებული გახლავთ. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2324-ია. მკურნალობას 3542 COVID ინფიცირებული გადის, აქედან 25 არის კრიტიკული, 23 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან 7 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. 

დღეს დაგვემატა 314 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულებით სამწუხაროდ კვლავ აჭარა ლიდერობს, 225 პაციენტია ახლად გამოვლენილი, თბილისში 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში  22, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი- 18. შიდა ქართლში 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამცხე-ჯავახეთში 3, გურიასა და ქვემო ქართლში კი თითო პაციენტია," - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

დღის ამბები