28 ოქტომბერი 2020,   09:39
ვრცლად
კოვიდცენტრებში არსებული პირობები - რას პასუხობს პაციენტების პრეტენზიებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გარკვეულ კოვიდცენტრებში შესაბამისი პირობები და მომსახურება არაა, "დღის კურიერში" უპასუხა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ. რამდენიმე პაციენტის პრეტენზია სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეხებოდა.

ლევან გოფოძე ადასტურებს, რომ საავადმყოფოს კომფორტთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად აქვს და ეს ცნობილია ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობისთვისაც, თუმცა როგორც ის აცხადებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს მაღალპროფესიონალური გუნდი, რომელიც წარმატებას აღწევს კოვიდინფექციის მკურნალობის საქმეში:

"რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს პაციენტებს მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ ის პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებიან, მით უმეტეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია კოვიდცენტრი და თქვენ იცით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემები, არ არის იდეალურად შეხამებული მაქსიმალური კომფორტისათვის, რაზედაც ჩვენმა მინისტრმაც ისაუბრა. მაგრამ, მე შემიძლია დავარწმუნო ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენ კლინიკაში მოხვდა, ისინი თავად გეტყვიან, ან რომლებსაც შესაძლოა მოუწევთ ჩვენს კლინიკაში მკურნალობა, ეს არის მაღალპროფესიონალური გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაღალი შედეგი მივიღოთ კოვიდინფექციის მკურნალობის საქმეში. ამას მოწმობს სტატისტიკური მაჩვენებლებიც, 200-ზე მეტი პაციენტი გაატარა კოვიდინფექციით რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, მათ შორის, იყვნენ უმძიმესი პაციენტებიც და ამ პაციენტებმა კლინიკა დატოვეს კოვიდისგან გამოჯანმრთელებულებმა,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები