25 ოქტომბერი 2020,   12:25
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე ვახტანგ ახვლედიანს დღეს 4 საათი კითხავდნენ - მისი ჩვენებები ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ ე.წ. ოქროს მოწმეები დაკითხა. დღეს მხარეებმა ვახტანგ ახვლედიანს მოუსმინეს.

ის ამ საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. მოწმე მცხეთის რაიონულ სასამართლოში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც გაირკვა, ვახო ახვლედიანთან ძირითადი კითხვები მისსავე ჩვენებაზე ჰქონდათ.

ჩვენებები, რომელზეც ვახო ახვლედიანი საუბრობს, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

მისი ჩვენების მიხედვით, მოკლულ ფეხბურთელს მეორეხარისხოვან გზაზე სამი პირი მისდევდა, აღწერილობის მიხედვით ეს პირები ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და არასრუწლოვანი ზ.ხ. არიან.

გამოძიებას ახვლედიანმა მოუყვა, რომ "ტოიოტა ქამრიდან" 5 პირი გადმოვიდა და მათ შაქარაშვილის თანმხლები პირების ცემა უნდოდათ. ამავე ჩვენებაში ის აღწერს დაზიანებას, რომელიც "მერსედესის" ეპიზოდის დროს მიიღო.

დღეს არასრულწლოვნების საქმის დასაკითხ პირთა სიაში იყო ვახო ჩიქოვანიც, რომელიც სასამართლოში გამოცხადდა მაგრამ დაკითხვაზე კვლავ უარი განაცხადა.

დღის ამბები