22 ოქტომბერი 2020,   10:33
ვრცლად
იმერეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შემთხვევები, როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება.

რამდენიმე პაციენტი ოქროს ბირჟიდან არის, ვირუსი რამდენიმე მაღაზიის თანამშრომელს დაუფიქსირდა. ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა საირმეში სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს.

გუბერნატორის თქმით, კერა ლოკალიზებულია და დამსვენებლები კარანტინში არიან გადაყვანილი. გუშინ 832 ნიმუში შემოწმდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ დროისთვის იმერეთში მდგომარეობა კონტროლირებადია. კლინიკებში 270-მდე პაციენტია.

დღის ამბები