22 ოქტომბერი 2020,   11:14
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი

საქართველოში COVID-19-ის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების საერთო რაოდენობა  3,913-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე სულ 1574 გამოჯანმრთელი პაციენტია. 

რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტებს, დღეს საქართველოში, COVID-19-ით 2 ადამიანი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსს ამ დრომდე 22 პაციენტი ემსხვერპლა. 

კარანტინის რეჟიმში სულ 4,988 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი, 41-ია. 

დღის ამბები