29 ოქტომბერი 2020,   21:55
ვრცლად
სენაკის საჯარო სკოლის დაინფიცირებული მოსწავლის 150 კონტაქტის ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი

სენაკის საჯარო სკოლა დღეიდან დისტანციური სწავლების ფორმაზე გადადის - მიზეზი კორონავირუსია, რომელიც სასწავლებლის ერთ-ერთ პედაგოგსა და ორ მოსწავლეს დაუდასტურდა.

150 ადამიანის ტესტირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

პარალელურად, მოზარდის კონტაქტებს იკვლევენ გურიაში. კორონავირუსი გუშინ სოფელ შრომის საჯარო სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. გაიზრდება თუ არა ინფიცირებულთა რიცხვი ეს კვლევის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამასთან, გურიის სოფელ ზოტში ადგილობრივი მოსახლეობა - 300-ზე მეტი ადამიანი უკვე მესამე დღეა ტესტის პასუხებს ელოდება. შედეგების დაგვიანება გუშინ სპეციალისტების შორის ბრალდებების მიზეზიც გახდა.

დღის ამბები