29 ოქტომბერი 2020,   22:02
ვრცლად
"ყველაფერი ტყუილია" - თამარ ბაჩალიაშვილის მამა ექსპერტიზის დასკვნას და პროკურატურის განცხადებას არ ეთანხმება

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას და პროკურატურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი გარდაცვალება, თვითმკვლელობის მიზნით მიღებულმა ჭარბმა მედიკამენტებმა გამოიწვია.

"ტყუილია, თვითონ პროკურორებს ხელი აქვთ ამაში და იმიტომ შვებიან. იციან ვინც არის, იძიონ იქ ბაჭულაშვილთან, რომ მითხრა შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო, იქიდან დაიწყონ. თვალში ნაცარს აყრიან ხალხს, მაგრამ ესე არ გამოუვათ. ყველაფერი ტყუილია, ზღაპარია ყველაფერი," - აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს. ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

დღის ამბები