21 სექტემბერი 2020,   05:05
ვრცლად
ქობულეთში კაფე "ჰავანას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექოტირის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით ქობულეთიდან ერთი ადამიანი შეუერთდა, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც კაფე "ჰავანაში" მუშაობდა და ის თბილისიდან იყო ჩასული. 

"დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა - ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე "ჰავანა" ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები