01 ოქტომბერი 2020,   19:13
ვრცლად
ახალქალაქში გარდაცვლილის თანასოფლელებმა სავარაუდო მკვლელის ახლობლებს უძრავი ქონება დაუზიანეს - რწმუნებული

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალქალაქში, სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

რწმუნებულის განცხადებით, გარდაცვლილის თანასოფლელებმა სავარაუდო მკვლელის ახლობლებს უძრავი ქონება დაუზიანეს.

"მკვლელობის შემდგომ ქალაქში ადგილი ჰქონდა დაძაბულობას. გარდაცვლილის თანასოფლელები ქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონების დაზიანებას შეეცადნენ. გარკვეული უძრავი ქონებაც დააზიანეს.

ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქალაქში არის რეგიონის მთლიანი პოლიციის შემადგენლობა მობილიზებული, როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობაა მობილიზებული," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

დღის ამბები