14 აგვისტო 2020,   13:13
ვრცლად
პაციენტს, რომლის ინფიცირების წყაროც ამ დროისათვის უცნობია კორონავირუსი მცხეთის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა

პაციენტს, რომლის ინფიცირების წყაროც ამ დროისათვის უცნობია კორონავირუსი მცხეთის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

დღეს დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია, მათ შორისაა 10 თვის ბავშვი, რომელსაც ვირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა.

"გადმოყვანილია 72 წლის მამაკაცი კოვიდ დადასტურებული დიაგნოზით. მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრიდან, სადაც ის იტარებს გეგმიური ჰემოდიალეზის სეანსებს. იქ ჩატარებული რუტინული გეგმიური კვლევით დაუდგინდა არსებული დიაგნოზი. გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით. ამ ეტაპზე სტაბილურია მდგომარეობა, აქტიურ ჩივილებს არ წარმოადგენს.

პაციენტის ოჯახის წევრების და ეპიდკონტაქტების მოკვლევას აწარმოებს თბილისის ეპიდემიოლოგიური სამსახური, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს," - აცხადებს მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე.

დღის ამბები