05 აგვისტო 2020,   17:27
ვრცლად
მუხიანში აფეთქებას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

აფეთქებას თბილისში 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მუხიანის დასახლებაში ერთსართულიან შენობაში მოხდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივები ორ ვერსიას განიხილავენ, გაზის გაჟონვასა და საბრძოლო ტექნიკის აფეთქებას. ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

"კურიერის" ინფორმაციით, სახლიდან სავარაუდოდ ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა შსს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. 

ადგილზე გვიან ღამით გამნაღმველებიც იყვნენ მისულები, თუმცა მეზობლები აღნიშნავენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, იპოვეს თუ არა რამე გამნაღმველებმა.

გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დღის ამბები