15 აგვისტო 2020,   13:33
ვრცლად
ამოღებული ნივთები იძლევა ინფორმაციებს, რომლის გადამოწმებით, უნდა დადგინდეს კავშირშია თუ არა ეს ამ შემთხვევასთან - ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე

კრიმინალისტიკური ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა ცხედრის ექსპერტიზისა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია იმ ნივთების გამოკვლევაც, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო ან თუნდაც გარდაცვლილს ჰქონდა თან:

"აქ მარტო გამოკვლეული იყო სხეული. ამასთან ერთად, არის სხვადასხვა ნივთები, საგნები, იგივე ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის ადგილიდან რა ნივთები იქნა ამოღებული. ამოღებული ნივთები იძლევა რაღაც ინფორმაციას, რომლის გადამოწმებით, უნდა დადგინდეს, კავშირშია თუ არა ეს ამ შემთხვევასთან, ასევე, კომპლექსური ექსპერტიზაც გასცემს პასუხს, ადამიანი მიხოხავდა თუ არა, რა დაზიანებებია ტანსაცმელზე," - განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

დღის ამბები