04 დეკემბერი 2020,   22:08
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ  "რუსთავი 2-ს" განუცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 5 უარყოფითი პასუხი მიიღეს და მათ ხვალ განმეორებითი ტესტი კვალ ჩაუტარდებათ. უარყოფითი პასუხების მიღების შემთხვევაში, 5-ივე პაცინტს საავადმყოფოდან გაწერენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირების პერიოდში ძალიან მძიმე იყო და არსებობდა რისკი, რომ შემთხვევა ფატალურად დამთავრებულიყო.

მარინა ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე, სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტს 5 დაემატა და ჯამში,  საქართველოში, კორონავირუსიგან 8 გამოჯანმრთელებული პაციენტია. 

დღის ამბები