01 დეკემბერი 2020,   21:57
ვრცლად
გიგი უგულავას აეროპორტში მომხდარ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება და პასპორტის ჩამორთმევა გაუუქმდა

თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება და დამატებითი შეზღუდვა - პასპორტის ჩამორთმევა გაუუქმდა.

მოსამარლემ დაააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც დაეთანხმა.

პროცესზე მხარეებმა საქმის მასალაები განიხილეს, საქმეში ორივე მხარეს აქვს როგორც ვიდეო მტკიცებულებები, ასევე მოწმეთა ჩვენებები.

11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას და ჩხუბში მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, ხოლო გოკა გაბაშვილს და ბადრი გავაშელიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

"გიგი უგულავას გირაო და პასპორტის ჩამორთმევა იმიტომ შეუფარდეს, რომ მას არ დაეტოვებინა საქართველო და არ წასულიყო საზღვარგარეთ, იმ იმედით, თითქოს ის გარბოდა და მიეღოთ ის განაჩენი, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს განაჩენი,"- განაცხადა უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

 

დღის ამბები