21 ივნისი 2026,   02:43
ვრცლად
პირი, რომელმაც დედა და ბებია მოკლა, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია - ადვოკატი

დედის და ბებიის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, დიდუბე-ჩუღურეთის მესამე განყოფილებაში იმყოფება.

18 წლის ბიჭი ამ დრომდე გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. "კურიერის" ინფორმაციით, მან ბრალი აღიარა.

"კონფლიქტი ნამდვილად იყო, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ვფიქრობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრების მხრიდან, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. დედაც და ბებიაც მას სთხოვდნენ მოქცეულიყო ისე, როგორც მათ უნდოდათ. ოჯახში მუდმივად კამათი იყო ძალიან წვრილმან საკითხებზეც და ეს მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალი წარდგენილი არ არის, შესაბამისად, პოზიციასაც ვერ დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის 18 წლის, არსად არ მუშაობდა, მე-12 კლასის მოსწავლე იყო. მის მიმართ სკოლაშიც და ოჯახშიც, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა," - აცხადებს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.

სავარაუდო ბრალდებულის შესახებ საუბრობს მისი სკოლელიც, რომლის თქმით, დაკავებულს  ამის ჩადენა არ შეეძლო. 

"სკოლიდან 1 წელი გამოვიდა და ამ ბოლო დროს ისევ გააგრძელა სწავლა. პრობლემებზე საერთოდ არ საუბრობდა არასოდეს. კონფლიქტური პიროვნება არ ყოფილა. ჩემი აზრით, ამის ჩადენა მართლა არ შეეძლო. ვერ ვხდები, ეს როგორ გააკეთა," - აცხადებს სავარაუდო ბრალდებულის სკოლელი გიორგი კოპაძე.

პირი, რომელმაც დედა და ბებია მოკლა,  ღამით დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - ნაჯახი. 

დღის ამბები