26 იანვარი 2021,   08:28
ვრცლად
"სხვა ჟანრი" - გალერეა "იარტი" ჟანრი ლოლაშვილის გამოფენას მასპინძლობს

გალერეა "იარტი" ჟანრი ლოლაშვილის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება მხატვრის 80-მდე ტილო, ისეთებიც რომლებიც საჯარი სივრცეში პირველად გამომზეურდება.

გრაფიკული ნამუშევრები, ნატიურმორტი, პორტრეტები - გამოიფინება ისეთი ნამუშევრებიც, რომელიც აქამდე მხოლოდ ავტორის სახელოსნოში ინახებოდა.

გამოფენა სახელწოდებით "სხვა ჟანრი" 14 თებერვალს 8 საათზე გაიხსნება. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები