26 ნოემბერი 2020,   08:46
ვრცლად
კალანდობა გურიაში - ოპოზიციის თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნით გურულების დღესასწაული ჩვეულებრივზე 6 საათით ადრე დაიწყო

გურიაში კალანდის დღესასწაულზე ჩასულ პრეზიდენტს ადგილობრივი ოპოზიცია აქცია–პერფორმანსით დახვდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შალვა რადიანის მუზეუმთან, სადაც კალანდა იმართებოდა, ლობიო, მჭადი და პრასი მიიტანეს.

"რუსულ ფოდნოსზე დადებული პრასი" – ასე უწოდეს პრეფორმანსს ოპოზიცონერებმა და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მოთხოვნით გურულების დღესასწაული ჩვეულებრივზე 6 საათით ადრე დაიწყო.

ოპოზიციის განცხადებით, მაშინ როცა პრეზიდენტი მდიდრულ სუფრებზე დადის, გურიაში ხალხს უკიდურესად უჭირს და აქცია-პერფორმანსი სწორედ ამის გამოხატულებაა.

მათივე თქმით, პრეზიდენტი დღესასწაულს  პატივს არ სცემს. ოპოზიცია ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მუზეუმის ეზოში არ შეუშვეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა–შემოხლა მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები