30 ნოემბერი 2020,   09:55
ვრცლად
რეისი თბილისი-მოსკოვი - მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს თვითმფრინავის ბილეთი უყიდა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უყიდა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ქვეყნიდან დასაქმების მიზნით ახლაგაზრდები არ უნდა მიდიოდნენ.

"ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს ბილეთი არის "აეროფლოტის," გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის მოსკოვი-თბილისის მიმართულება. მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ბიზნესკლასის ბილეთი. იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და ამ ბილეთით შეუძლია დატოვოს ქვეყანა," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ივანიშვილის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

დღის ამბები