26 ოქტომბერი 2021,   15:00
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი პროკურორს პროცესების გასაჯაროებას სთხოვს

მიხეილ კალანდიას ადვოკატი გენერალურ პროკურორს მიმართავს და სასამართლო პროცესების გასაჯაროებას ითხოვს. დაცვის მხარე საგამოძიებო უწყებიდან პასუხს დღეს ელოდება. სასამართლოში კი მორიგი პროცესი დასრულდა, სადაც ბრალდების მხარემ კიდევ 4 მოწმე დაკითხა.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე არ გაჟღერებულა.

​"არასრულწლოვანმა დაადასტურა, რომ იმყოფებოდა ხორავას ქუჩა 4-ის არკაში, თუმცა ის ეზოს სიღრმეში არ შესულა, ეს თავად განაცხადა პროცესზე. შესაბამისად, ვერ დაადასტურებდა იმ ინფორმაციას, რა ხდებოდა ხორავას ქუჩაზე. პროცესის გახსნის შუამდგომლობა დღეს არ გაჟღერებულა, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული შუამდგომლობით მიმართეს ბრალდების მხარეს, თუმცა ჩვენამდე ეს შუამდგომლობა არ მოსულა," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აღნიშნავს, გენერალურ პროკურორს  შუამდგომლობა წაკითხული არ აქვს.

"გენერალურ პროკურორს არ აქვს წაკითხული ჩემი შუამდგომლობა სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. შესაძლოა დაკავებული იყო და კითხულობს კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" და ვერ გამონახა დრო. ოთხი დაკითხული მოწმიდან არც ერთი დაკითხული არ იძლევა ინფორმაციას, რომ მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა შერაცხული ბრალით გათვალისწინებული დანაშაული, " - განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები