05 დეკემბერი 2021,   12:05
ვრცლად
ახალი გარემოებები ძალადობაში ეჭვმიტანილი საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ

საკრებულოს წევრ, ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გაჟღერდა.  

როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, გაჩუმების სანაცვლოდ დეპუტატის გარემოცვამ მათ გარიგება შესთავაზა.

თამთა თოდაძე ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. დაზარალებულის დაკითხვა პოლიციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღის ამბები