მამაკაცი, რომელიც ქალს გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდა პლიციამ დააკავა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ქალი სოციალური ქსელით გაიცნო. იყო ინტიმური ხასიათის მიმოწერა, რა დროსაც ქალმა მას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა.
ამის შემდეგ დაკავებული ქალს ემუქრებოდა, რომ თუ აზარტული თამაშებისთვის ფულს არ გადაურიცხავდა, მასალას გაასაჯაროვებდა. დაკავებულს 4 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ემუქრება.