მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ჩინეთში საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმვის გამოცდილებას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის მოწყობილი სივრცეები და საგანმანათლებლო გარემო. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, თუ როგორ ითვალისწინებს სივრცეების დაგეგმარება სხვადასხვა ასაკის ბავშვების საჭიროებებს, მათ უსაფრთხოებას და ყოველდღიურ აქტივობებს.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტისას შეძენილ გამოცდილებას ქართულ რეალობაში გაითვალისწინებენ.
"ბაღი გათვლილია 450 ბავშვზე, ხოლო სკოლა 4500 მოსწავლეზე და განთავსებულია 5 ჰექტარზე, შევეცადეთ შეგვესწავლა ის სტანდარტი, რაც არის ჩინეთში, სრულად განსხვავებული არის საქართველოში არსებული სტანდარტისაგან და ვიყენებთ ძალიან საინტერესო გამოწვევებს. იმედი გვაქვს, რომ იმ შთაბეჭდილებებს, რაც დაგვიტოვა ჩინეთში ვიზიტმა, გადავიტანთ საქართველოს რეალობაში", - აღნიშნა ქვარა ჩართოლანმა.