პაატა ბურჭულაძის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მან ციხიდან გამოაქვეყნა და სადაც წერს, რომ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ განთავისუფლების შესაძლებლობაა, შეფასებები გრძელდება.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქმე ეხება საპროცესოს გაფორმებას და ამ საკითხის მორალურ განსჯაში ვერ შევა.
"გავრცელდა, მათ შორის, ირაკლი ნადირაძის წერილი, რომელმაც არ შეიძლება არ აღგაღფრთოვანოს, ოთხი შვილის მამა როგორ გმირულად იბრძვის. რაც შეეხება ბატონ პაატას, მან როგორც განაცხადა, როგორც მახსოვს, აპირებს, რომ იყოს ბოლო, ვინც, ასე ვთქვათ, გააფორმებს ამ შეთანხმებას. როცა ვსაუბრობთ ჩვენ საპროცესოს გაფორმებაზე, ვერ შევალთ მათი ქმედებების მორალურ განსჯაში. უფრო შეიძლება თავისუფლად იმსჯელო, როდესაც არ გაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ საუბრობ პარტიის სახელით", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.